შპს "ელიენ გრინ" დაარსდა 2016 წელს
კომპანია ელიენ გრინ -ი, წარმოადგენს სტარტაპს, რომლის მიზანია გახდეს დინამიურად განვითარებადი ინოვაციური მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო კომპანია. ჩვენი პრიორიტეტია ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურეკონომიკურ განვითარებას.
2015 წელს, ჩვენმა გუნდმა დაიწყო მუშაობა მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შექმნაზე, (Wi-Fi თერმოსტატი ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბებისთვის). 2015 წლის 1 დეკემბერს პირველი Wi-Fi თერმოსტატის პროტოტიპი დამონტაჟდა და ჩაეშვა სატესტო რეჟიმში. 5 თვიანი სატესტო პერიოდი პროტოტიპმა წარმატებით გაირა, მიღებული მონაცემების შედეგზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ შეგვეხედა პროტოტიპზე ბიზნესის კუთხით, გვეწარმოებინა საქართველოში და შეგვეთავაზებინა ქართველი მომხმარებლისთვის. 2016 წელს, ზამთრის პერიოდში, თბილისის სხვადასხვა უბნებში სატესტო რეჟიმში დამონტაჟდა 10 თერმოსტატი. რამოდენიმე თვიანი დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსტატ-ის თერმოსტატმა შეძლო 10 მომხმარებელზე დაეზოგა ბუნებრივი აირის გადასახადი საშუალოდ 27%-მდე. ასევე მომხმარებლის გამოხმაურება იყო დადებითი კუთხით, ისინი აცხადებნენ, რომ მოსტატ-ის თერმოსტატით მიიღეს არა მხოლოდ ბუნებრივი აირის მოხმარების დანაზოგი არამედ დამატებით მიიღეს ასევე კომფორტიც. დამატებით გავითვალისწინეთ მომხმარებლის რჩევები და შენიშვნები რის შედეგადაც შევქმენით ცენტრალური გათბობის სისტემის უკეთესი მართვის და კონტროლის ეკო სისტემა. 2016- წელს თერმოსტატის პროტოტიპი წარდგენილ იქნა საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში, სადაც მოვხვდით სტარტაპების ბიზნეს ინკუპატორის 12 თვიან პროგრამაში. ტექნოპარკიდან მიღებული ცოდნისა და სერვისების შედეგად, საკმაოდ დიდი გამოცდილება და კონტაქტები დავაგროვეთ. 2017 - წელს, კომპანიამ ქართულ ბაზარს შესთავაზა პირველი მაღალტექნოლოგიური პროდუქტი სახელად "MOSTAT"-ი.