MOSTAT-ი შედგება ორი კომპონენტისგან, მართვის ბლოკი, რომელიც მონტაჟდება გათბობის ქვაბში და ოთახის სენსორი(თერმომეტრი), რომელიც ზომავს ოთახის ტემპერატურას და ტენიანობას.
ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს უკავშირდება უსადენო
Wi-Fi ინტერნეტით. ინსტალაციის დროს არ საჭიროებს დამატებითი სადენების გაყვანას. ოთახის სენსორის დენის წყარო არის ორი ცალი АА ტიპის ელემენტი.
ინსტალაციის დაახლოებითი დრო 15-20 წუთი.
თუ გსურთ ნახოთ მომხმარებლის პირადი კაბინეტის დემო ვერსია გადადით შემდეგ ბმულზე:
თავსებადობის შემოწმება სადემონსტრაციო სისტემა ყიდვა
ინსტალაციის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი იწერს მობილურის აპლიკაციას, გადის რეგისტრაციას და იწყებს გათბობის ქვაბის მართვას.
MOSTAT-ის მეშვეობით თქვენ მოახდენთ გათბობის სისტემის მუშაობის განრიგის ოპტიმიზაციას, მეტი დანაზოგის მისაღწევათ - საოფისე ფართის შემთხვევაში გაზის მოხმარება მცირდება 50%-მდე, ხოლო საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში 16%-დან 39%-მდე.
იმისათვის, რომ ინსტალაცია შესრულდეს ხარისხიანად საჭიროა ნახოთ MOSTAT-ის თავსებადობა თქვენს გათბობის ქვაბთან და ასევე Wi-Fi სიგნალის სიმძლავრე.
თავსებადობის შემოწმებამთავარი მოთხოვნები
ცენტრალური გათბობის ქვაბი
უსადენო Wi-Fi ინტერნეტი
მონტაჟის სქემა
ამ სქემის მიხედვით, MOSTAT-ის მართვის ბლოკი ჩამონტაჟებულია თქვენს გათბობის ქვაბში (A ნიშნით). ხოლო ეს უკანასკნელი მიერთებულია უსადენო Wi-Fi ქსელით თქვენი სახლის ინტერნეტთან და ხდება მუდმივი კავშირი ჩვენს Unit Cloud™ სერვერებთან.
ასევე, MOSTAT-ის ოთახის გადამცემი (M ნიშნით) მიერთებულია უსადენო Wi-Fi ქსელით თქვენი სახლის ინტერნეტთან. ამ კავშირით ხდება კომუნიკაცია გათბობის ქვაბსა და ოთახის ტემპერატურის გადამცემს შორის.
თერმოსტატიდან მიღებული და გაგზავნილი ყველა მონაცემი დაშიფრულია Unit Cloud™ ოქმით. MOSTAT-იდან მიღებული მონაცემები 15 წამის ინტერვალით ინახება და მუშავდება ჩვენს სერვერებზე.
თავსებადობის შემოწმება ყიდვა
ოთახის ტემპერატურის გადამცემის რეკომენდირებული ადგილმდებარეობა
იმისათვის, რომ ხელი არ შეუშალოს ოთახის ტემპერატურის გადამცემს ტემპერატურის სწორად აღქმაზე, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- ოთახის სენსორის რეკომენდირებული ადგილმდებარეობა არის საცხოვრებელი ფართის მისაღები ოთახი, იქ სადაც ოჯახის წევრები ატარებთ ყველაზე მეტ დროს.
- მიამაგრეთ იატაკიდან 120 - 150 სანტიმეტრზე, როგორც ეს სურათშია ნაჩვენები.
- კარის და ფანჯრის მოშორებით 2 - 3 მეტრი.
- მოარიდეთ პირდაპირი მზის სხივებს.
- მოარიდეთ გათბობის ბატარიებს, ასევე ნებისმიერ ობიექტს, რომელიც გამოყოფს სითბოს.
თავსებადობის შემოწმება ყიდვა
მახასიათებლები
დიზაინი
- უკანა ლედ სანათი (მულტიფუნქციური)
- დამუშავებული ხე (აკაცია)
ზომები
- ოთახის სენსორი (83.5mm x 26.5mm)
- მართვის ბლოკი (82mm x 53mm)
კომუნიკაცია
- უსადენო ინტერნეტი (Wi-Fi 802.11b/g/n @ 2.4GHz, 5GHz 802.15.4 @ 2.4GH)
- ოთახის სენსორი და მართვის ბლოკი ერთმანეთან Wi-Fi-ს მეშვეობით ამყარებენ კავშირს
- სხვა თერმოსტატებისგან განსხვავებით არ საჭიროებს დამატებით რუტერს, ორივე მოდული სახლის უსადენო ინტერნეტს იყენებს
სენსორები
- ტემპერატურის სენსორი (-40°C დან +120°C)
- ტემპერატურის მგრძნობელობა (+/- 0.01°C)
- ტენიანობის სენსორი (0 დან 100 %RH)
- ტენიანობის მგრძნობელობა (+/- 0.04 %RH)
კვების წყარო
- ოთახის სენსორი (2ც AA ტიპის ელემენტი. მომსახურების ვადა 1 წელი)
- მართვის ბლოკი (კვება გათბობის ქვაბიდან)
თავსებადობა
- აუცილებელი მოთხოვნა - უსადენო Wi-Fi ინტერნეტი
- თავსებადია საქართველოში არსებული ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბების 90%-ზე
- თავსებადობის შემოწმება
აპლიკაცია
- თერმოსტატის მართვა აპლიკაციიდან Ios, Android, Web (Safari, Chrome, Firefox)
- ოთახის სენსორთან ურთიერთქმედება ხდება მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით
- რამოდენიმე მოწყობილობიდან ერთდროულად მართვა
გარანტია
- გარანტია 2 წელი
- საგარანტიო პირობები
ინსტალაცია
- ინსტალაციის დრო, 15-20 წუთი
- არ საჭიროებს კედლების ხვრეტას
- თქვენ მარტივად შეძლებთ თერმოსტატის მონტაჟს
კომპლექტაცია
- 1ც ოთახის ტემპერატურის გადამცემი
- 1ც მართვის ბლოკი
- 2ც AA ტიპის ელემენტი
- 1ც გარე-ანტენა
- 1ც გარე ტემპერატურის სენსორი
- 1ც კვების კაბელი A ტიპის
- 1ც კვების კაბელი B ტიპის
- 2ც სჭვალი ოთახის გადამცემის მისამაგრებლად
- ინსტალაციის ინსტრუქცია