“შპს ელიენ გრინ”-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვა. პირად მონაცემად ითვლება შემდეგი: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი და სხვა პირადი მონაცემები (შემდეგში „პირადი მონაცემები“).
შპს "ელიენ გრინ”-ი იყენებს შემოწმებულ, ტექნიკურად გამართულ ორგანიზაციულ მეთოდებს, რათა არ მოხდეს მომხმარებლების მონაცემების დაკარგვა, უკანონო ან არაეთიკური გამოყენება, ცვლილება, ან მათზე არაავტორიზებული წვდომის დამყარება.
მონაცემების შეგროვება და გამოყენება რეგულირდება მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს არ მიუთითოს საკუთარი პირადი მონაცემები, ან არ დაეთანხმოს მათ გამოყენებას “შპს ელიენ გრინ”-ის მიერ. შესაბამისად, პირადი მონაცემების მითითება არის ნებაყოფლობითი. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება საკუთარი პირადი მონაცემების მითითებას, “შპს ელიენ გრინ”-ი იტოვებს უფლებას არ გაუწიოს მომსახურება მოცემულ მომხმარებელს. მონაცემების გამოყენებისა და გადამუშავების თანხმობის დადასტურების შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ამ გვერდზე მოცემულ ყველა პირობასა და წესს.
მომხმარებლის კომპიუტერისა და პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრები ავტომატურად გროვდება და მუშავდება “შპს ელიენ გრინ”-ის მიერ.
ასეთი მონაცემებია: IP მისამართი, ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, დომეინის სახელი, წვდომის დრო და ინტერნეტ გვერდების მისამართები, საიდანაც მომხმარებელმა ნახა გვერდი aliengreen.ge / mostat.ge. ზემოთ აღნიშნული ინფორმაციების შეგროვება გამიზნულია ჩვენი მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და გვერდის გამოყენების სტატისტიკური ანალიზის შესასრულებლად.
მომხმარებლის მიერ განაცხადის შევსების დროს გაზიარებული ყველა პირადი და საკონტაქტო მონაცემი დაცულია. შპს "ელიენ გრინ”-ი იყენებს გამოცდილ და შემოწმებულ დამცავ მექანიზმებს, რათა არ მოხდეს ჩვენი მომხმარებლების პირადი მონაცემების დაკარგვა, უკანონო არა ეთიკური ან მათზე არაავტორიზებული წვდომა.
მომხმარებლის მონაცემები ჩვენს მიერ, შესაძლოა გამოყენებულ იქნას მარკეტინგული მიზნებისთვის. შპს "ელიენ გრინ"-ს შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლის მონაცემები ფოსტით შეთავაზების გასაგზავნად, სმს შეთავაზება და სხვა ტიპის პირდაპირი მარკეტინგული ფორმის განსახორციელებლად.
Cookies - Cookies ეს არის მცირე ზომის ფაილები, რომლებიც იგზავნება თქვენს მიერ ნანახი ინტერნეტ გვერდის საშუალებით. ისინი იწერება თქვენს მყარ დისკზე, რათა თქვენს მიერ ნანახი გვერდის შინაარსი იყოს მორგებული. მათი საშუალებით წვდომა ინფორმაციზე გვერდის ძიებისას ბევრად უფრო სწრაფია და გვერდების მუშაობაც გამართული. თუ არ გსურს, რომ ისინი მოხვდეს თქვენს კომპიუტერში, შესაძლებელია მათი ბლოკირება ან მათი გაგზავნის შეჩერება თქვენს ვებ ბრაუზერის პარამეტრებში, ამან შესაძლოა თქვენი ბრაუზერის მუშაობაზე ან ინტერნეტ მომსახურებაზე ნეგატიურად იმოქმედოს.
ინფორმაცია, რომელიც გროვდება cookies ფაილების და მსგავსი ტექნოლოგიების დახმარებით მიზნად ისახავს მომსახურების კომფორტის ამაღლებასა და ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფას. ვიყენებთ cookie ფაილებს, რათა გავაანალიზოთ ინტერნეტ გვერდის რაოდენობა მარკეტინგული მიზნებისთვის.
შპს "ელიენ გრინ”-ი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეცვალოს მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესები. ყოველგვარი ცვლილება კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესებში განთავსდება ამ გვერდზე.
მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს პირადი მონაცემების წაშლა შპს "ელიენ გრინ”-ის ბაზიდან. მომხმარებელს ამის განხორციელება შეუძლია გვერდზე განთავსებული საკონტაქტო ფორმის შევსების დახმარებით. მომხმარებელს მუდამ აქვს უფლება მართოს და ქონდეს წვდომა შპს "ელიენ გრინ”-ის მიერ გაზიარებულ – მისი პირადი მონაცემების ინფორმაციის შესახებ.