მინიმალისტური დიზაინი
ოთახის ტემპერატურის გადამცემი სენსორის დიზაინი შექმნილია ქართული კომპანია George Sikharulidze Design-ის მიერ, იგი მორგებულია და იდეალურია ნებისმიერი ინტერიერის დიზაინისთვის.
გათბობის სისტემის დისტანციური მართვა
აცივდა? ქალაქ გარეთ გახვედით? გვიან ბრუნდებით სახლში? არაუშავს, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აპლიკაციის საშუალებით, დისტანციურად მართოთ სმარტფონით ან ვებ აპლიკაციით სახლის ტემპერატურა.
თუ გსურთ ნახოთ მომხმარებლის პირადი კაბინეტის დემო ვერსია გადადით შემდეგ ბმულზე:
სადემონსტრაციო სისტემამოხმარების შედეგები
Mostat-ის ალგორითმი შესაძლებელს ხდის წინასწარ გაწეროთ საცხოვრებელ ან კომერციულ ფართში გათბობის მუშაობის გრაფიკი, საათობრივად და დღიურად.
Mostat-ის მეშვეობით თქვენ მოახდენთ გათბობის სისტემის მუშაობის განრიგის ოპტიმიზაციას, მეტი დანაზოგის მისაღწევათ.
- ყოველთვიურად მიიღებთ პასუხს თქვენი მოხმარებული ენერგიის შესახებ.
- გასულ თვეებში მოხმარებული ენერგიის და დანაზოგის შედარების შესაძლებლობა.
- ენერგიის მოხმარების შეფასება.
- როგორ მოქმედებს ქარი თქვენს საცხოვრებელ ფართზე.
- გჭირდებათ თუ არა დამატებით თბოიზოლაციის მონტაჟი.
- რამხელა თბოდანაკარგია თქვენს სახლში.
- რა დროში ეცემა ან იწევს ტემპერატურა.
თუ გსურთ ნახოთ მომხმარებლის პირადი კაბინეტის დემო ვერსია გადადით შემდეგ ბმულზე:
სადემონსტრაციო სისტემაენერგიის დაზოგვა
თბილისის სხვადასხვა რაიონში, საცხოვრებელ და კომერციულ ფართებში სატესტო რეჟიმში დამონტაჟდა 10 თერმოსტატი, 5 თვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ Mostat-ის თერმოსტატმა გაფლანგული ენერგიის პრობლემა ნაწილობრივ მოხსნა, მომხმარებლები გათბობის მართვის ინოვაციური სისტემით კმაყოფილები დარჩნენ, გარდა ამისა მათ მიიღეს საშუალოდ 27%-მდე დანაზოგი ბუნებრივი აირის გადასახადზე.