კომპანია "ელიენ გრინ"-ი გილოცავთ შენაძენს და მადლობას გიხდით, რომ სარგებლობთ ჩვენი პროდუქტებით და მომსახურებით. შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებსა და მომსახურების წესებს. შპს."ელიენ გრინ"-ის მიერ წარმოებულ ნებისმიერ პროდუქტზე გარანტია განსაზღვრულია 2 წლით.
ჩვენთან ან ჩვენ პარტნიორ მაღაზიათა ქსელში შეძენილ "მოსტატ"-ს ან/და სხვა პროდუქციას, გარანტია ეძლევა ელექტრონული ფორმით, რომელიც მიბმულია მომხმარებლის ანგარიშზე, “მოსტატის კონფიგურაცია“ განყოფილებაში.
პროდუქციაზე საგარანტიო მომსახურებას ახორციელებს კომპანია "ელიენ გრინ"-ის ავტორიზებული სერვის ცენტრი. წარმოდგენილი საგარანტიო პირობები ძალაში შედის პროდუქციის ანგარიშზე მიბმის მომენტიდან.
არ არის გასული საგარანტიო ვადა, მოწყობილობის კორპუსზე მოწყობილობას არ აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი. მოწყობილობა გამოიყენება მისი დანიშნულებით და შესაბამისი მიზნებით.
მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხის შეღწევით, ელ-ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ გატარებული არაკვალიფიციური სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.
რაიმე ქარხნული წუნის შემთხვევაში ნივთი შეიცვლება ახლით, “მოსტატ“-ის გააქტიურებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. თუ საგარანტიო ვადის პერიოდში "მოსტატ"-ის პროდუქციას (ოთახის ტემპერატურის გადამცემის ბეჭდური დაფა) (მართვის ბლოკის ბეჭდური დაფა) მათ კომპონენტებში დაფიქსირდა ტექნიკური გაუმართაობა, შპს "ელიენ გრინ"-ი, მომხმარებელს ჩაუნაცვლებს ზემოთხსენებულ (ბეჭდურ დაფებს) ახლით.